სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტის თავმჯდომარემ აშშ-ის ელჩის ხელმძღვანელობით ჩამოსული დელეგაცია მიიღო

2 წუთი კითხვის

სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტის თავმჯდომარე არტურ ნაჰაპეტიანმა მიიღო სომხეთში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ქრისტინა ქუინის ხელმძღვანელობით ჩამოსული დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ასევე აშშ-ის საელჩოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდაცვითი თანამშრომლობის (INL) ოფისის დირექტორი ზაქარი ბართერი და INL-ის პროგრამის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმა“ ხელმძღვანელი ქრისტინა აფოიანი:

როგორც „არმენპრესი“ იუწყება ანტიკორუფციული კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით, არტურ ნაჰაპეტიანმა მაღალი შეფასება მისცა ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერას კომიტეტის შექმნისა და ჩამოყალიბების პროცესში და მადლობა გადაუხადა მათ კორუფციის წინააღმდეგ მჭიდრო თანამშრომლობისთვის, მათ შორის, კომიტეტის კვალიფიციური კადრებითა და თანამედროვე ტექნიკით უზრუნველყოფაში აქტიური ჩართულობისთვის. კომიტეტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა INL-ის ოფისის უწყვეტ მხარდაჭერას, რომელიც მიზნად ისახავს ანტიკორუფციული კომიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებასა და თანამშრომელთა პროფესიული ცოდნის სრულყოფას. ნაჰაპეტიანმა კორუფციულ დანაშაულებს ტრანსნაციონალურ ხასიათზე მიანიშნა და ამ კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა კორუფციასთან ბრძოლაში, მათ შორის სამართლებრივი დახმარების სფეროში.

აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ქრისტინა ქუინმა მადლობა გადაუხადა კომიტეტის ახლად დანიშნულ თავმჯდომარეს თბილი მიღებისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ამერიკული მხარე ნამდვილად აფასებს უკვე ჩამოყალიბებულ ეფექტიან პარტნიორულ კავშირებს ანტიკორუფციულ კომიტეტთან.

შეხვედრის დასასრულს, კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ მომავალში თანამშრომლობის მიმართულებები და სფეროები აშშ-ის საელჩოსთან გაფართოვდება და ორ ქვეყანას შორის ახალ დონეზე გადაიყვანს ურთიერთობას.

ქართული English Español Հայերեն

სომხეთი მნიშვნელოვნად მიიჩნევს რუმინეთთან ურთიერთნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარებას

სომხეთსა და რუმინეთს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ საბერძნეთი-სომხეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის მეთაურობით დელეგაცია მიიღო

სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და რუმინეთის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა გაიმართა

სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და რუმინეთის პრეზიდენტის შეხვედრა დაიწყო: ხელი მოეწერება დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში ჩავიდა

მჰერ გრიგორიანი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა

„Convergence Armenia Forum“-ის პირველი კონფერენცია

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესს შეეხნენ

არამ ასატრიანის შესახებ ფილმის გადაღების სამუშაოები