სააგენტოს შესახებ

 „არმენპრესი“ არის სომხეთის ერთადერთი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო. 1918 წელს დაარსებული საინფორმაციო სააგენტო იყო სომხეთის სამი რესპუბლიკის თანამგზავრი და ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების დოკუმენტატორი. საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, „არმენპრესი“ ერთგული რჩება თავისი მისიის - სანდო, ზუსტი და ობიექტური ამბების მიწოდების.

„არმენპრესი“ ყოველდღიურად აქვეყნებს 500-ზე მეტ სიახლეს სომხურ, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ, არაბულ, თურქულ, სპარსულ, ჩინურ და ქართულ ენებზე.

„არმენპრესის“ ოფისი მდებარეობს ერევნის ცენტრში, სომხეთის დედაქალაქში. სააგენტოს ჰყავს კორესპონდენტები არა მხოლოდ სომხეთის ზოგიერთ რეგიონში, არამედ აშშ-ში, რუსეთსა და ბელგიაში.

 

ჩვენი ღირებულებები

საინფორმაციო სააგენტო „არმენპრესის“ საქმიანობის ცენტრშია ოპერატიული, გადამოწმებული, ზუსტი, დაბალანსებული და მიუკერძოებელი ახალი ამბების მიწოდება.

„არმენპრესი“ ხელმძღვანელობს დევიზით „მომავლის მედია“ განვითარების ხედვით, უწყვეტი ინოვაციური მიდგომების გამოყენებითა და დროის მოთხოვნებთან მისასვლელი მედიის შექმნით.

 

ჩვენი ისტორია

საინფორმაციო სააგენტო „არმენპრესი“ დაარსდა 1918 წლის 18 დეკემბერს სომხეთის პირველი რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს, ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული კანონით. სააგენტო, რომელიც სხვადასხვა დროს ატარებდა სახელწოდებებს  „ჰაიჰერაგორწ“, „ჰაიკავროსტა“, „არმენტა“ , „ჰჰგ“, ხოლო 1972 წლიდან „არმენპრესი“, თავის საინფორმაციო პროდუქციას აწვდიდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოებს, გაზეთებს, ჟურნალებს, რადიოსა და ტელეკომპანიებს.

 

ჩვენი თანამშრომლები

მსოფლიოსთვის სომხეთიდან და სომხეთის შესახებ, ასევე საერთაშორისო უმნიშვნელოვანესი ამბების მიწოდება ხელმისაწვდომი ხდება საინფორმაციო სააგენტო „არმენპრესის“ 80-ზე მეტი თანამშრომლის ძალისხმევით. ადგილობრივი ამბების წარმოების, საერთაშორისო სიახლეების, 9 უცხოურ ენაზე მთარგმნელობითი განყოფილებების, ფოტო და ვიდეოგადაღების რედაქციების, პრესცენტრისა და სპეციალური ინიციატივების, საგარეო კავშირებისა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის განყოფილებების, ადმინისტრაციული პერსონალისა და ტექნიკური პერსონალის ყოველდღიური მჭიდრო და მიზანმიმართული შრომის შედეგად სააგენტო ინარჩუნებს წამყვან პოზიციასა და როლს ქვეყნის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის.

 

საერთაშორისო თანამშრომლობა

„არმენპრესი“ ათწლეულების განმავლობაში სარგებლობს სანდო საერთაშორისო პარტნიორის რეპუტაციით. საინფორმაციო სააგენტო აქტიურად ავითარებს საერთაშორისო კავშირებსა და თანამშრომლობას წამყვან საინფორმაციო სააგენტოებსა და მედიაკომპანიებთან. „არმენპრესს“ სიახლეებისა და მედიაკონტენტის გაცვლის შესახებ შეთანხმებები და მემორანდუმები აქვს გაფორმებული მსოფლიოს 35-მდე საინფორმაციო სააგენტოსა და მედიაორგანიზაციასთან.

მათ შორის არის EFE, ANSA, WAM, Xinhua, TASS, Moldpres, BTA, Ruptly, China Daily, IRNA, Mehr Media Group და მრავალი სხვა მედიასაშუალება, რომელთა სრული სიის ნახვა შეგიძლიათ აქ.

2023 წელს სააგენტომ თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა ვიეტნამის საინფორმაციო სააგენტოსთან (VNA), რაციც გადადგა პირველი ნაბიჯი ASEAN-ის წევრი ქვეყნების მედიასაშუალებებთან თანამშრომლობის დამყარებისა და განვითარებისაკენ.

თანამშრომლობის შეთანხმებები და მემორანდუმები ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის არა მხოლოდ მედიაკონტენტის გაცვლისთვის, არამედ ორმხრივი ვიზიტების ორგანიზების, სპეციალისტების გადამზადებისა და გაცვლის, ასევე სხვადასხვა ერთობლივი პროექტის განხორციელებისთვის. „არმენპრესი“ არის დსთ-ის ქვეყნების სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების საბჭოს, ასევე „სარტყელი და გზა“ საინფორმაციო ქსელის (BRNN) წევრი.

ამ წლების განმავლობაში საინფორმაციო სააგენტო ასევე გვევლინებოდა სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმისა და უმნიშვნელოვანესი ღონისძიების მედიასპონსორად. მათ შორის არის ყაზახეთში გამართული საერთაშორისო ციფრული ფორუმი Digital Almaty, სოჭში ორგანიზებული ევრაზიული მესამე კონგრესი, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში გამართული AIM Congress და Global Media Forum, მეცნიერებისა და ხელოვნების ფესტივალი STARMUS, Doing Digital Forum და სხვა.

 

პრესცენტრი

2000-იანი წლების დასაწყისიდან აქტიურად მოქმედებს საინფორმაციო სააგენტო „არმენპრესის“ პრესცენტრი, სადაც წელიწადში 200-მდე ღონისძიება იმართება. ცენტრში ორგანიზებული პრესკონფერენციები, ტელეხიდები და პრეზენტაციები გამოირჩევა შინაარსობრივი მრავალფეროვნებით და მოიცავს ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, ჯანდაცვის, ტექნოლოგიურ, კულტურულ და სპორტულ სფეროებში მიმდინარე მოვლენებს.

„არმენპრესის“ პრესცენტრში გამართული ყველა პრესკონფერენციის დროს სააგენტო უზრუნველყოფს პირდაპირ ტრანსლაციას.

 

საგანმანათლებლო პროგრამები

„არმენპრესი“ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საინფორმაციო და მედიაწიგნიერებას. მედიაწიგნიერი მოქალაქეების ჩამოყალიბების მიზნით სააგენტო ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების უფროსკლასელებისთვის.

ცოდნიდან წარმოებამდე ჯაჭვის ჟურნალისტიკის პროფესიის განვითარებისა და სრულყოფის სამსახურში ჩაყენების, ასევე უმაღლეს სასწავლებელსა და დამსაქმებელს შორის კავშირების განმტკიცების მიზნით, სააგენტომ თანამშრომლობის ხიდები დაამყარა სომხეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელთან.

სააგენტოსა და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმით „არმენპრესი“ პროფესიულ მხარდაჭერას უწევს ესუ-ის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს.

როგორც ესუ-სთან, ისე სომხეთის სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობით, „არმენპრესში“ ტარდება სტუდენტების სასწავლო-საწარმოო და პროფესიული პრაქტიკა, ასევე ახალგაზრდა კადრების გადამზადება.

 

მედიაბანკი

„არმენპრესის“ მედიაბანკი მოიცავს 1 მილიონამდე ერთეულ მედიაკონტენტს. ეს არის არა მხოლოდ სომხეთსა და საზღვარგარეთ „არმენპრესის“ კორესპონდენტების მიერ შექმნილი ვიზუალური მედიაპროდუქცია - ფოტოები და ვიდეომასალები, ან პარტნიორი საინფორმაციო სააგენტოების მიერ მოწოდებული ვიდეოკონტენტი, არამედ XX საუკუნის შუა წლებიდან დაგროვილი ექსკლუზიური არქივები.

 

ჩვენ სოციალურ ქსელებში

FACEBOOK

X

YOUTUBE

INSTAGRAM

TIKTOK

TELEGRAM

AREMNPRESS

სომხეთი, ერევანი, 0001, აბოვიანი 9

+374 10 539818
[email protected]
fbtelegramyoutubexinstagramtiktokdzenspotify

ნებისმიერი მასალის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა მოითხოვს "არმენპრესის" საინფორმაციო სააგენტოს წერილობით ნებართვას

© 2026 ARMENPRESS

შექმნილია: MATEMAT