საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მთელი რიგი საკითხები განიხილეს
2 წუთი კითხვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით საქართველოში მყოფ სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ არპინე სარგსიანის შეხვდა.
„არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა, რომ პარტნიორობის განმტკიცებისა და გაფართოების საფუძველს წარმოადგენს სომხეთისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის ხელმოწერილი შეთანხმება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. მნიშვნელოვნად შეფასდა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის, უკანონო მიგრაციისა და სხვა სახის დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ერთობლივი პროექტები.
განიხილეს სომხეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები.
ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე პროცესებზეც. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და უფლებამოსილი ელჩი აშოტ სუმბატიანი.