ანტიკორუფციულმა კომიტეტმა რობერტ ქოჩარიანის დაპატიმრების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა
1 წუთი კითხვის

სომხეთის მეორე პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ანტიკორუფციულ სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც მისი დაპატიმრების თაობაზე ანტიკორუფციული კომიტეტის შუამდგომლობა უნდა განიხილონ.
ამის შესახებ „არმენპრესს“ სომხეთის რესპუბლიკის ანტიკორუფციული კომიტეტიდან აცნობეს.
„გაცნობებთ, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრებაში, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალდებული რ.ქ.-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა, ისევე როგორც ბრალდებული რ.ქ., წარდგენილია ანტიკორუფციულ სასამართლოში“, - განაცხადეს ანტიკორუფციულ კომიტეტში.
ანტიკორუფციულ კომიტეტში მიმდინარე კორუფციული დანაშაულის შესახებ სისხლისსამართლებრივი წარმოების ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის მეორე პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დააკავეს.