საქართველომ სომხეთს მთელი რიგი მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი გადასცა
1 წუთი კითხვის

საქართველოს კომპეტენტურმა ორგანომ დააკმაყოფილა სომხეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და ძებნილი პირი მ.მ. სომხეთის უფლებამოსილ ორგანოებს გადასცა.
„არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ მ.მ.-ს ბრალი ედება პირთა ჯგუფის მიერ სხვათა სიცოცხლისთვის საშიში ხერხით ჩადენილ მკვლელობაში, პირთა ჯგუფის მიერ სხვათა სიცოცხლისთვის საშიში ხერხით ჩადენილი მკვლელობის მცდელობაში, იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-ტარებაში.
გენერალური პროკურატურის დავალებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის თანამშრომლებმა მ.მ.-ის ერევანში გადაყვანა უზრუნველყვეს.