ჩინეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში ჩავიდა

2 წუთი კითხვის

ერევანი, 20 აგვისტო, არმენპრესი. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ-მინისტრი ლი ციანი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა რუსეთში, სადაც შეხვედრას გამართავს რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინთან. მას ასევე მიიღებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. „არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ „TASS-ის“ კორესპონდენტი იტყობინება.

პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავი „ვნუკოვო-2“-ის აეროპორტში დაეშვა. ლი ციანი რუსეთს ეწვია მიშუსტინის მოწვევით. მოსალოდნელია, რომ ვიზიტის ფარგლებში მხარეები განიხილავენ ყოვლისმომცველი პარტნიორობის განვითარების პერსპექტივებს, ყურადღებას გაამახვილებენ ენერგეტიკის, ავტომობილების ინდუსტრიისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე, ასევე გააფორმებენ რიგ სახელმწიფოთაშორის და უწყებათაშორის დოკუმენტებს.

ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მოსკოვში ხდება ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 75 წლისთავზე და გაგრძელდება 22 აგვისტომდე. როგორც აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მაო ნინმა, ორი ქვეყნის ლიდერების ხელმძღვანელობით ჩინურ-რუსული ურთიერთობები ახლა ინარჩუნებს „ჯანსაღ და სტაბილურ განვითარებას უცხოური ჩარევის გარეშე“.

მან ხაზი გაუსვა, რომ ამ მექანიზმს ორმხრივი შეხვედრებისთვის მნიშვნელოვანი როლი აკისრია ჩინეთსა და რუსეთს შორის „პრაგმატული და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის ხელშეწყობაში“.

ლია ციანის რუსეთიდან ბელარუსში გამგზავრება იგეგმება.

ქართული English Français Հայերեն Русский 中文

მოჭიდავე კარენ ასლანიანმა აზერბაიჯანელი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა

დავით ხუდათიანმა და ფლორიან ესკუდიემ რიგ სფეროებში სომხეთ-საფრანგეთის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილეს

არარატ მირზოიანმა ჰიქმეთ ჰაჯიევის განცხადება მშვიდობისთვის არახელშემწყობად შეაფასა

ეროვნული ასამბლეის სხდომა: განცხადებების საათი

სომხეთში საუდის არაბეთის პრინცი აბდულაზიზ ბინ თალალ ალ საუდი ჩავიდა

საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრმა სასაზღვრო მართვის გაუმჯობესებისა და აშშ-სთან თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი

ევროკომისია მხარს დაუჭერს სომხეთს გარემოსდაცვით სფეროში თანამედროვე სტანდარტების დანერგვაში -ფაშინიანი და როსვალი შეხვდნენ

ეროვნულ ასამბლეაში განიხილება TRIPP-ის შესახებ სომხეთ-აშშ-ის ჩარჩო შეთანხმების რატიფიცირების პროექტი

ყველას გვესმის, რომ აქ პოლიტიკური მოტივია - მირზოიანი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ანგარიშის შესახებ