ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ უკრაინა ნატოს არ უნდა შეუერთდეს
1 წუთი კითხვის

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მიიჩნევს, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ უნდა გახდეს. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ მან საინფორმაციო პლატფორმა 2Way-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„რამდენადაც ვიცი, უკრაინასთან ოფიციალური ალიანსი არ გვაქვს. ისინი ნატოში არ არიან. არ ვფიქრობ, რომ ისინი ნატოში უნდა იყვნენ“, - განაცხადა ვენსმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, უკრაინა შესანიშნავი ქვეყანაა მშვენიერი ხალხით და ვაშინგტონი და კიევი გარკვეულ საკითხებზე ერთად იმუშავებენ, თუმცა ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით ერთსულოვნება არ იქნება.
ვენსმა აღნიშნა, რომ აშშ-ისა და უკრაინის ინტერესები დროდადრო ერთმანეთისგან განსხვავდება. ამ კონტექსტში მან კიევის მიერ რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვა ახსენა, რის შედეგადაც „ამერიკელებისთვის ენერგომატარებლების ფასები იზრდება“.
„ვფიქრობ, მათ რუსეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვა უნდა შეწყვითონ“, - ხაზი გაუსვა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.