ალენ სიმონიანმა ქევინ ჰემილთონთან შეხვედრაზე იმედი გამოთქვა, რომ სომხეთი-ნატოს ურთიერთობები განვითარების ახალ ეტაპზე გადავა
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი 21 აპრილს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ქევინ ჰემილთონს შეხვდა.
როგორც „არმენპრესი“ სომხეთის ეროვნული ასამბლეის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, ალენ სიმონიანმა ქევინ ჰემილთონს თანამდებობის დაკავება მიულოცა და რწმენა გამოთქვა, რომ მისი მოღვაწეობის პერიოდში სომხეთი-ნატოს ურთიერთობები განვითარების ახალ ეტაპზე გადავა.
თანამოსაუბრეებმა განიხილეს სომხეთი-ნატოს ურთიერთქმედებასთან, ერთობლივად განხორციელებულ პროგრამებთან, ასევე რეგიონულ მოვლენებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი.