სომხეთის პარლამენტის კომისიამ TRIPP-ის შესახებ სომხეთ-აშშ-ის ჩარჩო შეთანხმების რატიფიცირების პროექტს დადებითი დასკვნა მისცა
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედი კომისიამ დადებითი დასკვნა მისცა სომხეთის რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) პროექტთან დაკავშირებით სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმების რატიფიცირების პროექტს.
როგორც „არმენპრესი“ იუწყება, კომისიამ პროექტი ოთხი ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღო.
პროექტი ეროვნული ასამბლეის მორიგი ოთხდღიანი პლენარული სხდომების ფარგლებში განიხილება.