სომხეთი გაზის მომარაგების საკითხში ალტერნატივების ძიების ტაქტიკას გააგრძელებს - ალენ სიმონიანი
1 წუთი კითხვის

სომხეთი ყველა შესაძლო ეკონომიკური და უსაფრთხოების მიმართულებით გააგრძელებს ალტერნატივების ძიების ტაქტიკას. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა ალენ სიმონიანმა რუსეთიდან მოწოდებული გაზის ფასის შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებულ ბოლო დისკუსიებზე საუბრისას განაცხადა.
ჟურნალისტი დაინტერესდა, არის თუ არა რუსული გაზის შესაძლო გაძვირების საკითხი ამჟამად სომხეთ-რუსეთის დღის წესრიგში და რა ალტერნატივები გააჩნია სომხეთს რუსულ გაზთან მიმართებით.
„ყველა შესაძლო ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხში სომხეთმა აირჩია და აირჩევს ალტერნატივებს, ბალანსს, და ეს ტაქტიკა გაგრძელდება. ყველა შესაძლო ქვეყნიდან“, - განაცხადა სიმონიანმა.
კითხვაზე, არის თუ არა გაზის ფასის შესაძლო ცვლილება სომხეთისა და რუსეთის ოფიციალურ დღის წესრიგში, უშიშროების საბჭოს მდივანმა უპასუხა:
„დღის წესრიგში იმდენად არის, რამდენადაც საჯარო გამოხმაურებებსა და ციტატებს ისმენთ“.