სომხეთის თავდაცვის მინისტრს ჩინეთში არაფორმალური კონტაქტები ჰქონდა კოლეგებთან და სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციების წარმომადგენლებთან
1 წუთი კითხვის

სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი სიანსიანის მე-13 ფორუმის წინადღეს მონაწილეებთან ერთად გამართულ მრავალმხრივ ოფიციალურ ვახშამს დაესწრო.
„არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვახშმის ფარგლებში მინისტრს არაფორმალური კონტაქტები ჰქონდა თავის კოლეგებთან და სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციების წარმომადგენლებთან.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანის ხელმძღვანელობით დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა.