სურენ პაპიკიანი ჩეხეთის პირველ ვიცე-პრემიერს შეხვდა
1 წუთი კითხვის

სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი 22 ოქტომბერს, პრაღაში, ჩეხეთის რესპუბლიკის პირველ ვიცე-პრემიერს, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრ კარელ ჰავლიჩეკს შეხვდა.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრის მსვლელობისას სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჩეხეთში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშოტ ჰოვაკიმიანი და სომხეთის რესპუბლიკის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის სამინისტროს სამხედრო-სამრეწველო კომიტეტის თავმჯდომარე არამ ჯივანიანი.