სომხეთში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ჩავიდა
1 წუთი კითხვის

ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩავიდა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა არამ თოროსიანმა განაცხადა.
ვიზიტთან დაკავშირებით სხვა დეტალები არ ვრცელდება.