სურენ პაპიკიანმა და სამხედრო-სამრეწველო მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებმა პეკინში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი 17 სექტემბერს პეკინში სამხედრო-სამრეწველო სექტორის რამდენიმე მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელებს შეხვდა.
„არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის თავდაცვის სამინისტროდან იუწყებიან, რომ შეხვედრის მსვლელობისას თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის, სურენ პაპიკიანის ხელმძღვანელობით დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება.