ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის ყოფილ პრეზიდენტები დაადანაშაულა ქვეყნის ომში ჩათრევაში

2 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა სომხეთის რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტებს ლევონ ტერ-პეტროსიანს, რობერტ ქოჩარიანსა და სერჟ სარგსიანს, რომლებმაც იგი დაადანაშაულეს 44-დღიანი ომის პროვოცირებასა და სომხეთის ომში ჩათრევაში.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ამ საკითხს შეეხო სომხეთის დემოკრატიის ფორუმის ფარგლებში თემაზე „დემოკრატიის ხარისხი სომხეთში: გამოწვევები და შეფასების ინდიკატორები“ გამართული პანელური დისკუსიის დროს.

„თუ ჩვენ ომში ჩავთრიეთ, 2018 წლის მდგომარეობით 18 წლის ჯარისკაცს სომხეთის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ტერიტორიებს გარეთ რა საქმე ჰქონდა? აბა რატომ არ ვსაუბრობდით ამაზე? თუ საუბრობდნენ, ღალატად ითვლებოდა. ადამიანები, რომლებმაც სომხეთი ომში ჩათრიეს მათი პოლიტიკური საქმიანობის პირველივე დღიდან, და ჩათრიეს არა ცოტა, არამედ შემდეგ ნახევრიდანაც გაიქცნენ, სახლში დასხდნენ, დღეს კი გვადანაშაულებენ, თითქოს ჩვენ ჩავთრიეთ სომხეთი ომში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რიტორიკული კითხვა დასვა: ნუთუ სომხეთი ომში არ ყოფილა 2019, 2018, 2017, 2016 და წინა წლებში?

„აბა როგორ მოხდა, რომ ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთი ომში ჩათრია“, – დაასკვნა პრემიერ-მინისტრმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის ყოფილი 3 პრეზიდენტის ლევონ ტერ-პეტროსიანის, რობერტ ქოჩარიანისა და სერჟ სარგსიანის განცხადებებს ფეისბუქ-პოსტითაც უპასუხა.

ქართული English Հայերեն

COP17-ის ფარგლებში სომხეთისა და ნორვეგიის გარემოს დაცვის მინისტრები შეხვდნენ

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი მიიღო

სომხეთს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

ტანმოვარჯიშე არტურ დავთიანი მსოფლიო ჩემპიონატის ორგზის ჩემპიონი გახდა

ტანმოვარჯიშე არტურ ავეტისიანი მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა

ტანმოვარჯიშე ჰამლეტ მანუკიანი მსოფლიო ჩემპიონია

სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრი COP17-ის ფარგლებში გლობალური ეკოლოგიური ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

სომხეთმა და აშშ-მა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს

გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე COP17-ის მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად სომხეთს ეწვევა

TRIPP-ის შესახებ სომხეთ-აშშ-ის ჩარჩო შეთანხმება 27 ოქტომბერს ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განიხილება