სომხეთს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
1 წუთი კითხვის

27 ოქტომბერს სომხეთს ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ტომ ბერენდსენი ეწვევა.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტროდან იტყობინებიან.
უწყებაში გაიმართება შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრ არარატ მირზოიანთან, რომელსაც ერთობლივი პრესკონფერენცია მოჰყვება.