ანტიკორუფციული კომიტეტი რობერტ ქოჩარიანისა და მისი ოჯახის წევრების კუთვნილ მისამართებზე ჩხრეკას ატარებს

1 წუთი კითხვის

სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტი კორუფციული ხასიათის დანაშაულების საქმეზე მიმდინარე სისხლისსამართლებრივი წარმოების ფარგლებში ჩხრეკასა და სხვა საპროცესო მოქმედებებს ატარებს სომხეთის რესპუბლიკის მეორე პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანისა და მისი ოჯახის წევრების კუთვნილ რამდენიმე ათეულ მისამართზე.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ იუწყება სომხეთის რესპუბლიკის ანტიკორუფციული კომიტეტი.

„პასუხად გაცნობებთ, რომ სომხეთის რესპუბლიკის ანტიკორუფციულ კომიტეტში კორუფციული ხასიათის დანაშაულების საქმეზე მიმდინარე სისხლისსამართლებრივი წარმოების ფარგლებში რამდენიმე ათეულ მისამართზე ტარდება ჩხრეკა და სხვა საპროცესო მოქმედებები. აუცილებლობის შემთხვევაში გავრცელდება დამატებითი ინფორმაცია“, - განაცხადეს ანტიკორუფციულ კომიტეტში.

უფრო ადრე, ეროვნული ასამბლეის ფრაქცია „სომხეთის“ დეპუტატმა მესროპ მანუკიანმა განაცხადა, რომ სამართალდამცველები შევიდნენ მეორე პრეზიდენტის შვილის, ეროვნული ასამბლეის ფრაქცია „სომხეთის“ დეპუტატ ლევონ ქოჩარიანის სახლში.

სომხეთის რესპუბლიკის მეორე პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ბაგრატ მიქოიანმა კი განაცხადა, რომ 25 აგვისტოს დილას საგამოძიებო ორგანოებმა რობერტ ქოჩარიანი ანტიკორუფციულ კომიტეტში გადაიყვანეს.

ქართული English فارسی Հայերեն Русский

„Convergence Armenia Forum“-ის პირველი კონფერენცია

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესს შეეხნენ

არამ ასატრიანის შესახებ ფილმის გადაღების სამუშაოები

იმედი მაქვს, რომ ძალიან ახლო მომავალში ეს პროექტი რეალობად იქცევა -სიუნიქის გუბერნატორი TRIPP-ის დაწყების შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტმა TRIPP პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა

სომხეთისა და მონტენეგროს თავდაცვის მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს

ნიკოლ ფაშინიანმა მიმართვით TRIPP პროექტის დაწყება გამოაცხადა

TRIPP პროექტის განხორციელების ოფიციალური დაწყება

სომხეთს მონტენეგროს თავდაცვის მინისტრი ეწვია

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიმართვით გამოდის