სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტრომ თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა
2 წუთი კითხვის

სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტრომ თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ განცხადება სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტროს X-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
We extend our deepest condolences over the tragic explosion in the Ponichala district of Tbilisi, which claimed lives. Our heartfelt sympathies go to the families and loved ones of the victims. We wish the injured a speedy recovery. At this difficult time, we stand in solidarity with the people of brotherly Georgia. @MFAgovge
— MFAIT of Armenia🇦🇲 (@MFAofArmenia) November 20, 2026
„ღრმა მწუხარებასა და სამძიმარს გამოვთქვამთ თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.
გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.
ამ მძიმე წუთებში სოლიდარობას ვუცხადებთ მოძმე ქართველ ხალხს“, - ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს დედაქალაქ თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 19 ნოემბერს, დილით მოხდა. პირველადი ვერსიით, საგანგებო შემთხვევის მიზეზი ერთ-ერთ ბინაში ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. კორპუსი ნაწილობრივ ჩამოინგრა. აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. საქართველოში 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.