სომხეთის ვიცე-პრემიერმა და ჩეხეთის ელჩმა ვაჭრობის, ტრანსპორტისა და სამთომომპოვებელი მრეწველობის სფეროებში მიმდინარე პროექტები განიხილეს
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი სომხეთში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს, პეტრ პირუნჩიკს შეხვდა.
„არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის მთავრობა იუწყება, რომ შეხვედრის მსვლელობისას ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგსა და ჩეხური მხარის მხარდაჭერას სომხეთის დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
თანამოსაუბრეები შეეხნენ ორმხრივ ეკონომიკურ თანამშრომლობას, კერძოდ ვაჭრობის, ტრანსპორტის, სამთომომპოვებელი მრეწველობისა და სხვა სფეროებში მიმდინარე პროექტების მსვლელობას.
შეხვედრაზე აზრები გაცვალეს ასევე რეგიონულ მოვლენებთან დაკავშირებით.