სასამართლომ წარმოებაში მიიღო ნიკოლ ფაშინიანის სარჩელი სამველ კარაპეტიანის წინააღმდეგ

1 წუთი კითხვის

ერევნის სამოქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სარჩელი ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ ლიდერის, სამველ კარაპეტიანის წინააღმდეგ.

„არმენპრესმა“ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „დატალექსის“ სისტემიდან მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ 7 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე სამველ კარაპეტიანმა განაცხადა, თითქოს ნიკოლ ფაშინიანმა ჩინეთიდან ჩამოიტანა ერთი ტონა ჰალუცინოგენური სოკო, რომელსაც გამოსვლების წინ მოიხმარს.

იმავე დღეს ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სამველ კარაპეტიანს სასამართლოში უჩივლებდა, ხოლო 14 მაისს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ სარჩელი უკვე წარდგენილია.

ნიკოლ ფაშინიანი სასამართლოსგან ითხოვს, დაავალდებულოს სამველ კარაპეტიანი საჯაროდ უარყოს თავისი განცხადება და გადაიხადოს 6 მილიონი დრამი, როგორც ცილისწამებით მიყენებული არამატერიალური ზიანის კომპენსაცია.

ქართული English Español Հայերեն Русский

იმედი მაქვს, რომ ძალიან ახლო მომავალში ეს პროექტი რეალობად იქცევა -სიუნიქის გუბერნატორი TRIPP-ის დაწყების შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტმა TRIPP პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა

სომხეთისა და მონტენეგროს თავდაცვის მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს

ნიკოლ ფაშინიანმა მიმართვით TRIPP პროექტის დაწყება გამოაცხადა

TRIPP პროექტის განხორციელების ოფიციალური დაწყება

სომხეთს მონტენეგროს თავდაცვის მინისტრი ეწვია

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიმართვით გამოდის

გამოქვეყნდა სომხეთის ახალი კონსტიტუციის პროექტი

სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტრომ თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა

Digitec-ი სომხეთის ტექნოლოგიურ მომავალზე სასაუბროდ მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა - დავით თადევოსიანი