სომხეთ-ჩინეთის ურთიერთობებში ჩამოყალიბდა ძალიან კონკრეტული პარტნიორობა։ ნიკოლ ფაშინიანი
2 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე წარმოადგინა ჩინეთში განხორციელებული სამუშაო ვიზიტის შედეგები. „არმენპრესის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი არის სომხეთსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ დოკუმენტის ხელმოწერა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ჩანაწერი, რომლის შესახებაც მე შემიძლია ვისაუბრო, არის სომხეთსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ბიზნეს სექტორს აქვს პოზიტიური პოლიტიკური სიგნალი ეკონომიკისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, და უბრალოდ საჭიროა, რომ ჩვენსმა პარტნიორებმა ისარგებლონ ამ შესაძლებლობებით“, - აღნიშნა ფაშინიანმა.
მისი თქმით, მიუხედავად დისტანციიდან გამომდინარე სატრანსპორტო შეზღუდვებისა, რეგიონული ინფრასტრუქტურების განბლოკვამ შესაძლოა ამ პრობლემების დიდი ნაწილი მოაგვაროს.
„იქმნება შესაძლებლობა, რომ სომხეთში განტვირთული ტვირთები მატარებლით გადაზიდულ იქნას ჩინეთში. ეს სრულიად ახალი ეკონომიკური ვითარებაა და ჩვენი ამოცანებიდან ერთ-ერთი სწორედ ამ ვითარების დაფიქსირებაა“, - ხაზი გაუსვა პრემიერ-მინისტრმა.
ფაშინიანმა ასევე დაამატა, რომ სომხეთსა და ჩინეთს შორის ჩამოყალიბდა ძალიან კონკრეტული პარტნიორობა, რომელიც მოიცავს ურთიერთინვესტიციების შესაძლებლობების განვითარებასაც.