სომხეთი „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტზე მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს
2 წუთი კითხვის

სომხეთი ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამართ „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტზე მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სამიტის ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული.
14-15 დეკემბერს მაიამიში დაგეგმილ სამიტზე მონაწილეობის მისაღებად ასევე მიწვეულნი არიან აზერბაიჯანი, ფინეთი, ირლანდია, ყაზახეთი, ნიდერლანდები, ნორვეგია, კატარი, სინგაპური, ესპანეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, უზბეკეთი და ვიეტნამი.
G20-ის წევრები არიან: არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, იაპონია, მექსიკა, რუსეთი, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, სამხრეთ კორეა, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო, აშშ, აფრიკის კავშირი და ევროკავშირი.
აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულ, 2026 წლის G20-ის ლიდერთა სამიტის მონაწილე ქვეყნების სიაში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა არ ფიგურირებს, მაშინ როდესაც მასში ჩართულია პოლონეთი, რომელიც ჯგუფის მუდმივი წევრი არ არის.
2025 წლის ნოემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მაიამის სამიტზე მიწვევას არ მიიღებდა. მედიის ცნობით, ამ განცხადებას წინ უსწრებდა აშშ-ის მიერ 22-23 ნოემბერს იოჰანესბურგში გამართული G20-ის ლიდერთა სამიტის ბოიკოტირება.