ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტის კონტროლისთვის ახალ მექანიზმებს შექმნიან
1 წუთი კითხვის

ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტის მართვის შეთანხმების გარშემო გამართული მოლაპარაკებებისას შეთანხმდნენ სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ახალი მექანიზმების შექმნაზე. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ესმაილ ბაღაიმ განაცხადა.
„მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად, შეიქმნება მექანიზმები უსაფრთხო ნაოსნობის კონტროლის, გარემოს დაცვისა და საზღვაო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის“, - განაცხადა მან. ბაღაიმ აღნიშნა, რომ ყველა გაწეული მომსახურებისთვის შესაბამისი საფასური გადაიხდება.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დადებითად შეაფასეს ომანთან მოლაპარაკებების მიმდინარეობა და აღნიშნეს, რომ პროცესი ნაყოფიერი და კონსტრუქციულია.