ირანის ვიცე-პრეზიდენტი სომხეთში ჩავიდა
1 წუთი კითხვის

ირანის ვიცე-პრეზიდენტი სეიედ ჰამიდ ფურმოჰამადი 8 ნოემბერს საღამოს სომხეთში ჩავიდა.
როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ხუდათიანმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა:
„ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში დავხვდი ირანის ისლამური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს, სომხეთ-ირანის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარეს სეიედ ჰამიდ ფურმოჰამადის“, - აღნიშნა მინისტრმა და თან ვიდეომასალაც გამოაქვეყნა.
სეიედ ჰამიდ ფურმოჰამადი სომხეთში სომხეთ-ირანის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-19 სხდომის ფარგლებში ჩავიდა.