მირზოიანმა არ გამორიცხა, რომ სომხეთმა შესაძლოა 2027 ან 2028 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი წარადგინოს
2 წუთი კითხვის

სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ რეალისტურად მიიჩნევს, რომ 2027 ან 2028 წელს შეიძლება შეიქმნას ისეთი ვითარება, როდესაც სომხეთი შეძლებს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენას.
„არმენპრესის“ ცნობით, მირზოიანმა ამის შესახებ ეროვნულ ასამბლეაში ჟურნალისტებთან ბრიფინგზე ისაუბრა.
„ჩვენ ვცდილობთ, ევროკავშირთან ძალიან სინქრონულად ვიმოქმედოთ ჩვენი ამბიციებისა და მათი მხრიდან შესაძლო რეაქციების ნაწილში. აქამდე ეს წარმატებით გამოდიოდა და შემდგომ ნაბიჯებშიც სწორედ ამ ორი რამით ვიხელმძღვანელებთ: ჩვენ რა გვსურს და იქ რა სურთ. ანუ, თუ ჩვენ გვინდა გაწევრიანება, რამდენად არის მზად 27 წევრი სახელმწიფო, ჩვენს გაწევრიანებას დადებითად გამოეხმაუროს. დამეთანხმებით, ბავშვობა იქნებოდა თბილი გამოხმაურებებისა და წინასწარი საუბრების გარეშე ასეთი ნაბიჯების გადადგმა. და ასეც იქნება. მე ძალიან რეალისტურად მიმაჩნია, რომ 2027 ან 2028 წლებში შესაძლოა შეიქმნას ისეთი ვითარება, რომ ჩვენ გაწევრიანების განაცხადი წარვადგინოთ“, - განაცხადა მირზოიანმა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც განაცხადა, რომ რეალისტურად მიიჩნევს, რომ სომხეთმა 2027 ან 2028 წელს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი წარადგინოს.