პოლიტიკური

ფაშინიანი ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების სავარაუდო გავლენას შეეხო სომხეთ-ირანის ეკონომიკურ კავშირებზე

2 წუთი კითხვის

ფაშინიანი ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების სავარაუდო გავლენას შეეხო სომხეთ-ირანის ეკონომიკურ კავშირებზე

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შეეხო საკითხს იმის შესახებ, თუ როგორ აისახება ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებული ახალი სანქციები სომხეთ-ირანის ეკონომიკურ კავშირებზე.

„არმენპრესის“ ცნობით, ფაშინიანი აღნიშნულ თემას 27 აგვისტოს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან ბრიფინგის დროს შეეხო.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციების შესახებ გადაწყვეტილებები მრავალშრიანია, ამიტომ ჯერ ამ გადაწყვეტილებათა შინაარსს უნდა გაეცნონ, გაიგონ, თუ როგორ მოქმედებს ეს სანქციები რეალურად გარიგებებზე, როგორი რისკები არსებობს და საერთოდ რა ექცევა სანქციების ფორმულირების ქვეშ.

„ვინაიდან პროცესი მოცულობითია, ჩვენ მისი ანალიზის პროცესში ვართ, მათ შორის - საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, რათა ყველაფერი სწორად გავოგოთ და ყველაფერი იყოს სწორად“, - განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრმა შეახსენა, რომ წარსულში, როდესაც სანქციები რუსეთის ფედერაციის მიმართაც გამოიყენებოდა, სომხეთი, როგორც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყანა, სავაჭრო ბრუნვას ისე ორგანიზებას უწევდა, რომ სანქციები ამ პროცესს არ ეხებოდა.

„წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ, რომ გადაწყვეტილებები ზოგჯერ იცვლება კიდეც. ეს მოქნილი სამუშაო პროცესია“, - განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა.

წაიკითხეთ სტატია: EnglishفارسیՀայերենРусскийTürkçe
AREMNPRESS

სომხეთი, ერევანი, 0001, აბოვიანი 9

+374 10 539818
[email protected]
fbtelegramyoutubexinstagramtiktokdzenspotify

ნებისმიერი მასალის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა მოითხოვს "არმენპრესის" საინფორმაციო სააგენტოს წერილობით ნებართვას

© 2026 ARMENPRESS

შექმნილია: MATEMAT