ისრაელმა ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის, ალი ლარიჯანის მკვლელობის შესახებ განაცხადა
2 წუთი კითხვის

ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი ღამით ირანში ისრაელის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად მოკლეს. როგორც „არმენპრესი“ The Times of Israel-ზე დაყრდნობით იტყობინება, ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ მათი სამიზნე ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანი ლარიჯანი იყო.
არმიამ ასევე განაცხადა, რომ კიდევ ერთი დარტყმის შედეგად მოკლულია გასამხედროებული ძალების, „ბასიჯის“ მეთაური ღოლამრეზა სოლეიმანი.
კაცის ოფისმა განაცხადა, რომ ლარიჯანი და „ბასიჯის“ მეთაური ერთი ღამის განმავლობაში იქნენ ლიკვიდირებულნი.
BBC-ის ცნობით, კაცმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ერთად მათ თავდაცვის ძალებს ირანის ხელმძღვანელობის დევნის გაგრძელება უბრძანეს.
„აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა ისაუბრა ირანის ხელმძღვანელობის ცვლილების მაღალ ტემპებზე... ჩვენ მას შევატყობინებთ, რომ ეს ტემპი გრძელდება და იზრდება კიდეც ორი უმაღლესი რანგის ლიდერის მკვლელობის შემდეგ“, - განაცხადა კაცმა.
ირანს ჯერჯერობით არ დაუდასტურებია ლარიჯანისა და სოლეიმანის მკვლელობა. 28 თებერვალს, ამერიკულ-ისრაელური დარტყმების პირველ დღეს, მოკლული იქნა ირანის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი.