სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთის მიერ სომხეთთან ორმხრივ ვაჭრობაზე აკრძალვების მოხსნას მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევს

2 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ანი ბადალიანი თურქეთის მიერ სომხეთთან ორმხრივი ვაჭრობის განხორციელებაზე აკრძალვების მოხსნას გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის სრულფასოვანი და ნორმალური ურთიერთობების განვითარების გზაზე.

„არმენპრესის“ ცნობით, პრესსპიკერმა ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„მივესალმებით თურქეთის გადაწყვეტილებას სომხეთის რესპუბლიკასთან ორმხრივი ვაჭრობის განხორციელებაზე აკრძალვების მოხსნის შესახებ, რაც სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების მოწესრიგების პროცესის მორიგი შედეგია.

ეს გადაწყვეტილება არსებითია ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ბიზნეს წრეებს შორის კავშირების გაფართოების, რეგიონში ეკონომიკური კავშირურთიერთობის სტიმულირებისა და მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის სრულფასოვანი და ნორმალური ურთიერთობების განვითარების მიმართულებით“, - დაწერა პრესსპიკერმა და დასძინა, რომ ამას შეიძლება მოჰყვეს ლოგიკური გაგრძელება სომხეთი-თურქეთის საზღვრის გახსნისა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების გზით.

ეკონომიური

თურქეთმა სომხეთთან პირდაპირი ვაჭრობის დაწყების შესახებ განაცხადა

უფრო ადრე თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთთან პირდაპირი ვაჭრობის დასაწყებად მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია.

ქართული English Español فارسی Հայերեն Русский Türkçe 中文

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ჩეხეთის ელჩმა ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ და საფრანგეთის ელჩმა რიგი საკითხები განიხილეს

სომხეთ-თურქეთის მოწესრიგების პროცესი გადამწყვეტად მიიწევს წინ - ნიკოლ ფაშინიანი

ნიკოლ ფაშინიანმა და ირაკლი კობახიძემ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხები განიხილეს

მირზოიანი და ბაირამოვი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო და სატრანზიტო თანამშრომლობას მშვიდობის სარგებლის პრაქტიკულ მაგალითად მიიჩნევენ

სომხეთში ელოდებიან კონფლიქტის შედეგად აზერბაიჯანში უთავისუფლოდ აღმოჩენილი სომხების დაბრუნებას: ნიკოლ ფაშინიანმა გაეროში განცხადება გააკეთა

TRIPP-ის განხორციელება საშუალებას მისცემს არა მხოლოდ სომხეთს, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიას, გახდეს მშვიდობის გზაჯვარედინი: ფაშინიანის გამოსვლა გაეროს მაღალი ტრიბუნიდან

სომხეთი ერთადერთი ქვეყანაა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გარეშე, რომელიც საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლების ეკონომიკურ პრივილეგიას იღებს:

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესში შეთანხმების მიღწევისთვის ყველა საჭირო პირობა არსებობდა - ვიტკოფი

სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობა სწრაფად ვითარდება და უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე - ურსულა ფონ დერ ლაიენი