ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით თურქეთში ჩავიდა
1 წუთი კითხვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით თურქეთში ჩავიდა.
„არმენპრესის“ ცნობით, ნიკოლ ფაშინიანმა ამის შესახებ საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.
ანთალიის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს თურქეთის კულტურის მინისტრის მოადგილე სერდარ ჩამი დახვდა.
პრემიერ-მინისტრი ანთალიაში მონაწილეობას მიიღებს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში დაგეგმილ ლიდერთა სამიტში.
ვიზიტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ორმხრივი შეხვედრები უცხოელ პარტნიორებთან.