სომხეთისა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი
1 წუთი კითხვის

პარიზში სომხეთისა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრების, ნიკოლ ფაშინიანისა და ალბინ კურტის შეხვედრა გაიმართა.
„არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატში აცხადებენ, რომ თანამოსაუბრეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

კერძოდ, ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოებასა და ამ მიმართულებით ერთობლივი ნაბიჯების გადადგმას. ყურადღება გამახვილდა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზეც. ორმხრივად აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ურთიერთქმედების დიდი პოტენციალი არსებობს.

მოსაზრებები გაიცვალა ასევე რეგიონული მნიშვნელობის საკითხებზე, მათ შორის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარებული მშვიდობის შედეგად შექმნილ შესაძლებლობებზე.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით 9 ნოემბერს გაემგზავრა პარიზის მშვიდობის მე-9 ფორუმში მონაწილეობის მისაღებად.