ირანი და სომხეთი საერთო ისტორიისა და მომავლის ანარეკლი: აბას არაღჩის სტატია

8 წუთი კითხვის

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშკიანის სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის წინ, მოამზადა სტატია, რომელშიც შეეხო ორი ქვეყნის ხალხთა კულტურულ მსგავსებებსა და ისტორიულ წარსულს.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ გლობალური გაურკვევლობისა და რეგიონული განვითარებების პირობებში ირანისა და სომხეთის ინტერესები უფრო მეტად იწნმება ერთმანეთს.

„არმენპრესი“ სტატიის მთელ ტექსტს ქვემოთ გთავაზობთ.

„სანამ ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი, მის აღმატებულება მასუდ ფეზეშკიანი, ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩასვლას ამზადებს, გავიხსენოთ დიდი სომეხი მწერალ-პოეტის, ჰოვანეს თუმანიანის ღრმა აზრიანი სიტყვები, საიდანაც გამომდინარეობს ის იდეა, რომ მეგობრობა ჰგავს ხეს, რომელსაც ღრმა ფესვები აქვს, რაც უფრო მეტს მორწყავ, მით უფრო ნაყოფიერი და ძლევამოსილი გახდება.

ეს ლამაზი მეტაფორა სრულყოფილად აღწერს ჩვენი ხალხების ურყევ კავშირს ურთიერთობებს, რომლებიც გამოკვებილია საუკუნოვანი კულტურული გაცვლით, ურთიერთპატივისცემით და საერთო გამოცდილებით.

ორი ხალხის საერთო დღესასწაულები, როგორიცაა მეჰრეგანი, ნავასარდი და ვარდავარი, ისევე როგორც ირანში მცხოვრები სიცოცხლით სავსე სომხური თემის არსებობა, რომელიც თაობების განმავლობაში ყვავის, და რა თქმა უნდა, ირანისა და სომხეთის გადაჯაჭვული ისტორია, ეს ყველაფერი ჩვენი ხალხების თანაცხოვრების მდიდარი გამოვლინებაა.

ირანის ისლამური რესპუბლიკა იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც 1991 წელს აღიარა სომხეთის დამოუკიდებლობა, გადაწყვეტილება, რომელიც აჩვენებს ჩვენი ურთიერთობების სიღრმეს და მეზობლების გვერდით ყოფნის ჩვენს ერთგულებას ისტორიულად მნიშვნელოვან მომენტებში.

დღესაც გრძელდება ირან-სომხეთის ერთიანობა ირანში აყვავებული სომხური თემის მეშვეობით. ირანელი სომხები ქვეყნის უდიდესი რელიგიური უმცირესობა არიან და აქტიურად მონაწილეობენ ირანის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, დაწყებული პარლამენტში წარმომადგენლობიდან, დამთავრებული კულტურის შენარჩუნებით ეკლესიებისა და დაწესებულებების მეშვეობით, რაც მოწმობს ირანის პატივისცემას რელიგიური მრავალფეროვნებისადმი.

ეკონომიკურ სფეროშიც ჩვენი თანამშრომლობა მსგავსად სარგებლის მომტანია.

ის ფაქტი, რომ ირანი, უსამართლო ერთპიროვნული სანქციების პირობებშიც კი, სომხეთის ერთ-ერთ უმთავრეს სავაჭრო პარტნიორად რჩება, მიანიშნებს, რომ ორივე ქვეყანა საიმედო პარტნიორები არიან ერთმანეთისთვის. ჩვენი ეკონომიკების ურთიერთშევსება უამრავ შესაძლებლობას ქმნის ზრდისა და განვითარებისათვის, რაც ჩვენს ხალხებს კეთილდღეობას მოუტანს.

რეგიონის გეოპოლიტიკური პერსპექტივა კიდევ უფრო ხაზს უსვამს ჩვენი ურთიერთობების სტრატეგიულ მნიშვნელობას.

გლობალური გაურკვევლობისა და რეგიონული განვითარებების პირობებში ირანისა და სომხეთის ინტერესები სულ უფრო მეტად იწნმება ერთმანეთს.

როგორც ბუნებრივი მოკავშირეები, ჩვენი საერთო საზღვარი არა მხოლოდ გეოგრაფიული რეალობაა, არამედ ხიდია ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ადამიანთა ურთიერთობებისა და რეგიონული უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობისთვის.

ირანი რჩება მტკიცედ ერთგული სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის საქმეში, რადგან ესმის, რომ სომხეთის უსაფრთხოება, კეთილდღეობა და პროგრესი სწორედ ის მიზანია, რასაც ისლამური რესპუბლიკა ირანი ესწრაფვის და რაც ხელს უწყობს უფრო ფართო რეგიონის სტაბილურობას.

ირანი თავის მოვალეობად მიიჩნევს მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრებას რეგიონში და ხაზს უსვამს, რომ უსაფრთხოების და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფა, ისევე როგორც ნებისმიერი პროექტის განხორციელება, დამოკიდებულია ყველა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, ეროვნული სუვერენიტეტის, იურისდიქციისა და ურთიერთსასარგებლო ინტერესების პატივისცემაზე, ასევე საერთაშორისო საზღვრების უცვლელობისა და რეგიონის გარეთ მდებარე ქვეყნების ან ძალების მხრიდან ნებისმიერი სახით და ნებისმიერი სახელით ჩარევის გამორიცხვის პრინციპებზე.

მიუხედავად ამისა, ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ჩვენს წინაშე არსებულ დიდ და ჯერ კიდევ აუთვისებელ პოტენციალს. ჩვენი დღევანდელი ვაჭრობის მოცულობა მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რაც შეიძლება მიღწეულ იქნას მოწინავე საკომუნიკაციო პროექტების მეშვეობით, მაგალითად, ჩრდილოეთი-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნით (INSTC). ეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო დერეფანი, რომელსაც ცამეტი წევრი ქვეყანა ჰყავს, ირანის სამხრეთის პორტებს აკავშირებს ცენტრალური აზიის, კავკასიის, ავღანეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, ტრანსპორტირების ხარჯების 30%-ით შემცირებით და გადაზიდვის დროის ორჯერით შემცირებით. ამ დერეფნის წევრ ქვეყნებს რეგულარული კონსულტაციების გზით გადადგმული აქვთ ეფექტური ნაბიჯები პროექტის განხორციელებისკენ და მნიშვნელოვანი მიღწევები აქვთ დაფიქსირებული, განსაკუთრებით, დერეფნის სარკინიგზო ქსელის დაჩქარებული მშენებლობისა და ჩაბაჰარის ოკეანური პორტის განვითარებაში. ეს ძალისხმევა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს რეგიონული უსაფრთხოების გაზრდასა და ეკონომიკურ კეთილდღეობაში.

ჩვენი პარტნიორობის გარანტიაა ის, რომ ძლიერ ისტორიულ კავშირებზე დაყრდნობით, ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ მომავლის შესაძლებლობებზე. ჩვენი ხალხების მჭიდრო კულტურული კავშირები, რაც განსაკუთრებით გამოიხატება ირანელთა პატივისცემაში მათი სომეხი თანამემამულეების მიმართ, ქმნის მყარ საფუძველს, რომელზეც შეგვიძლია ავაშენოთ უფრო ღრმა პოლიტიკური, ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობა.

სწორედ ამ კონტექსტში იღებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას პრეზიდენტ ფეზეშქიანის ვიზიტი. ეს ვიზიტი არა მხოლოდ კიდევ ერთ დიპლომატიურ შეხვედრას წარმოადგენს, არამედ ადასტურებს ჩვენს ერთობლივ ერთგულებას - ჩვენი ურთიერთობების ახალი ჰორიზონტების გახსნისკენ. ისტორიული კავშირები, გეოგრაფიული სიახლოვე, ურთიერთშემავსებელი ეკონომიკები და თანხვედრი რეგიონული ინტერესები ერთად ქმნის ძლიერ სტიმულს თანამშრომლობის გაღრმავებისათვის.

მომავლისკენ ყურებისას, ჩვენ ვხედავთ უსაზღვრო შესაძლებლობებს, დაწყებული ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან, რომლებიც ფიზიკურად აკავშირებს ჩვენს ხალხებს, დამთავრებული აკადემიური გაცვლებით, რომლებიც აკავშირებს ჩვენს გონებებს, ისევე როგორც ენერგეტიკული პარტნიორობები, რომლებიც ჩვენი განვითარებისთვის სტიმულია, და კულტურული ინიციატივები, რომლებიც ჩვენს საერთო მემკვიდრეობას აფასებს, ეს ყველაფერი ქმნის გარდამქმნელი პარტნიორობისათვის აუცილებელ ელემენტებს. ამ გზაზე ისტორიული კეთილი ნება, ურთიერთნდობა, ხელშესახები საერთო ინტერესები და, რაც მთავარია, ორივე დედაქალაქის პოლიტიკური ნება იქნება ჩვენი ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების საყრდენი სვეტები.

ჩვენ წინაშე არსებული გზა ნათელია. ირანი, დაყრდნობილი ჩვენს საერთო ისტორიულ წარსულსა და ჩვენს საერთო მომავლის ჰორიზონტებზე, მზად არის ითანამშრომლოს სომხეთთან, რათა დაწეროს ხანგრძლივი მეგობრობის შემდეგი თავი: თავი, რომელიც უდავოდ მეტ კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას მოუტანს როგორც ჩვენს ორ ხალხს, ასევე რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ. ირან-სომხეთის ურთიერთობების მომავალი ძალიან ნათელია და ვერავინ გადაუხვევს მას თავისი გზიდან“.

ავტორი: ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი

ქართული Español Français Հայերեն

ლატვიამ ბელარუსთან და რუსეთთან საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაცია დაიწყო

პრემიერ-მინისტრმა სომხეთში აკრედიტებული არაბული სახელმწიფოების ელჩები მიიღო

სომხეთსა და ირანს შორის TRIPP-ის პროგრამის გარშემო ურთიერთგაგება არსებობს - სარგის ხანდანიანი

სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მუშაობაში მონაწილეობა გაყინა და უკან დასაბრუნებელ გზას ვერ ხედავს - სარგის ხანდანიანი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა მიულოცა

სომხეთმა და აშშ-მა რიგ სფეროებში ურთიერთობების ინსტიტუციონალიზაციის პერსპექტივები განიხილეს

ახალი მოწვევის ეროვნული ასამბლეის პირველი სესია

აშშ-მა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა მშვიდობის სამიტის წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს

არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელმძღვანელობამ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა მიულოცა

ძლიერმა ტაიფუნმა ჩინეთის აღმოსავლეთში ცხოვრება პარალიზებული გახადა