სომხეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა TRIPP-ის შეთანხმებასა და მშვიდობის საბჭოს წესდებას
1 წუთი კითხვის

სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ხელი მოაწერა კანონს სომხეთის რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პროექტ „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმების რატიფიკაციის თაობაზე.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სომხეთის პრეზიდენტმა ასევე ხელი მოაწერა კანონს მშვიდობის წესდების რატიფიკაციის თაობაზე.
28 ოქტომბერს სომხეთის პარლამენტმა 63 მომხრე და 32 მოწინააღმდეგე ხმით მოახდინა პროექტ „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმების რატიფიცირება.
იმავე დღეს პარლამენტმა 90 მომხრე და 8 თავშეკავებული ხმით მშვიდობის საბჭოს წესდების რატიფიცირებასაც დაუჭირა მხარი.