ვაჰაგნ ხაჩატურიანმა და ვასილის მარაგოსმა სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხებზე აზრები გაცვალეს
1 წუთი კითხვის

„ევროპის დღესთან“ დაკავშირებით, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი სომხეთში ევროკავშირის წარმომადგენლობას ეწვია.
როგორც „არმენპრესი“ სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვასილის მარაგოსსა და წარმომადგენლობის პერსონალს „ევროპის დღე“ მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ვასილის მარაგოსმა ვაჰაგნ ხაჩატურიანს ვიზიტისა და მოლოცვისთვის მადლობა გადაუხადა.
პირისპირ შეხვედრისას პრეზიდენტმა ხაჩატურიანმა და ელჩმა მარაგოსმა აზრები გაცვალეს სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებსა და იმ პროგრამების შესახებ, რომლებიც სომხეთში ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.