აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუბიო საუდის არაბეთში ჩავიდა
1 წუთი კითხვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო საუდის არაბეთში ჩავიდა. როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, ამის შესახებ „The New York Post“-ი წერს.
ერ-რიადში ვიზიტის ფარგლებში, რუბიო შეხვედრას გამართავს მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდთან. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ისინი, მათ შორის, განიხილავენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინადადებას ღაზის სექტორის საკითხზე.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუბიო 15-18 თებერვალს ეწვევა ისრაელს, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს.
მანამდე „Axios“-მა, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ 18 თებერვალს საუდის არაბეთში უკრაინის საკითხზე ამერიკა-რუსეთის შეხვედრა გაიმართება.