პუტინმა კურსკის ოლქში ბრძოლებს „მასშტაბურ პროვოკაციას“ უწოდა

2 წუთი კითხვის

ერევანი, 7 აგვისტო, არმენპრესი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობის წევრებთან შეხვედრის დროს ისაუბრა კურსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლებზე და ეს უკრაინის „მორიგ მასშტაბურ პროვოკაციად“ უწოდა. „არმენპრესის“ ცნობით, პუტინის გამოსვლის ვიდეო სააგენტო „რია ნოვოსტიმ“ გაავრცელა.

„როგორც იცით, კიევის რეჟიმმა მორიგი მასშტაბური პროვოკაცია განახორციელა. ის უწყვეტ ცეცხლს ხსნის სხვადასხვა სახის იარაღით, მათ შორის რაკეტებით, სამოქალაქო შენობებზე, საცხოვრებელ სახლებსა და სასწრაფო დახმარების მანქანებზე“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მან აღნიშნა, რომ კონსულტაციის შემდეგ შეხვდება უსაფრთხოების სტრუქტურებს და მოისმენს მათ ანგარიშს კურსკის ოლქში არსებული სიტუაციის შესახებ.

პუტინმა დასძინა, რომ კურსკის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს დაავალა მოსახლეობისათვის აუცილებელი დახმარების გაწევა, ასევე სთხოვა მთავრობას, დაუყოვნებლივ დაკავდეს ამ საკითხით.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 6 აგვისტოს დილით სცადეს კურსკის ოლქში შეჭრა. რუსული მხარის თქმით, 300-მდე სამხედრო 11 ტანკისა და 20-ზე მეტი ჯავშანმანქანის მხარდაჭერით დაესხნენ რუსეთის სახელმწიფო საზღვართან მყოფი დანაყოფების პოზიციებს. რუსულმა ძალებმა მათ წინსვლა არ დაუშვეს. ბრძოლები გაგრძელდა 7 აგვისტოს ღამით და დღის განმავლობაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინულმა მხარემ დაკარგა 260 სამხედრო და 50 ერთეული ჯავშანტექნიკა.

ოლქის ხელისუფლების ცნობით, მშვიდობიანი მოსახლეობის შორის არის 5 დაღუპული და ათეულობით დაჭრილი.

 

ქართული Հայերեն Русский

სომხეთი ეროვნული კოსმოსური შესაძლებლობების განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა։ ფაშინიანმა პარიზში კოსმოსურ საერთაშორისო სამიტში მიიღო მონაწილეობა

სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ბრაზილიის ელჩმა ორმხრივი ინტერესის შემცველი ერთრიგი სხვა საკითხები განიხილეს

დავით კარაპეტიანმა და ჰენრიკა მოშჩიცკა-დენდისმა სომხეთსა და პოლონეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილეს

ნიკოლ ფაშინიანმა და ემანუელ მაკრონმა სხვადასხვა მიმართულებით სომხეთ-საფრანგეთის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

ელისეს სასახლეში ნიკოლ ფაშინიანსა და ემანუელ მაკრონს შორის შეხვედრა დაიწყო

სომხეთის პრემიერ-მინისტრი პარიზში ჩავიდა

არარატ მირზოიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი უახლოეს მომავალში შეხვდებიან

სომხეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა

სომხეთში საფრანგეთის ახლადდანიშნული ელჩი სომეხთა გენოციდის მემორიალს ეწვია

ბაღდადში სომხეთსა და ერაყს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა