ერევანი, 26 ივლისი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკაში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა მეჰდი სობჰანიმ უარყო თეირანსა და ერევანს შორის იარაღის საიდუმლო გარიგების შესახებ ინფორმაცია.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ირანული სააგენტო Mehr ელჩი სობჰანის სიტყვებზე დაყრდნობით იუწყება.
მან აღნიშნა, რომ ინფორმაცია გავრცელებულია არასანდო მედიის საშუალებით, რომლებიც ადრე ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას და მავნე ანალიზს ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ.
ელჩი მეჰდი სობჰანის შეფასებით, მსგავსი პუბლიკაციების მიზანია გავლენა მოახდინოს ირანსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებაზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა მხარს უჭერს კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებასა და ეკონომიკურ განვითარებას.