სომხეთის ეროვნულ ასამბლეაში სომხეთ-დიდი ბრიტანეთის მეგობრობის ჯგუფი ჩამოყალიბდება - ჰაიკ კონჯორიანი სომხეთში გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე ჰაიკ კონჯორიანი 20 აგვისტოს სომხეთის რესპუბლიკაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და უფლებამოსილ ელჩ ალექსანდრა ქოულს შეხვდა.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ეროვნული ასამბლეა ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ჰაიკ კონჯორიანმა, ელჩი პარლამენტში მიესალმა, ხაზი გაუსვა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოსთან საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარებას, რიგ სფეროებში გამოცდილების გაზიარებასა და პროფესიულ მხარდაჭერას. ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ეროვნულ ასამბლეაში მეგობრობის ჯგუფები, მათ შორის სომხეთ-დიდი ბრიტანეთის მეგობრობის ჯგუფი ჩამოყალიბდება.

სტუმრის თხოვნით, ჰაიკ კონჯორიანმა ისაუბრა ახლად არჩეული პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობაში ფრაქცია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ პრიორიტეტებზე, შეეხო ხელისუფლება-ოპოზიციის ურთიერთობებს.

ალექსანდრა ქოულმა ჰაიკ კონჯორიანს ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა. ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა ორ ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას.

ქართული العربية English Español فارسی Հայերեն Русский Türkçe

სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტრომ თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა

Digitec-ი სომხეთის ტექნოლოგიურ მომავალზე სასაუბროდ მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა - დავით თადევოსიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გამოსვლა ეროვნულ ასამბლეაში

ფაშინიანმა პარლამენტის ტრიბუნიდან საკონსტიტუციო რეფერენდუმთან დაკავშირებით ოპოზიციისადმი მიმართული წინადადება გაიმეორა

სომხეთის ვიცე-პრემიერმა და ჩეხეთის ელჩმა ვაჭრობის, ტრანსპორტისა და სამთომომპოვებელი მრეწველობის სფეროებში მიმდინარე პროექტები განიხილეს

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ესტონეთის ელჩმა თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს

ეროვნული ასამბლეის სხდომა - პირდაპირი

სომხეთმა და ევროკავშირმა საერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობის უწყვეტი განმტკიცების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი

ვაჰან კოსტანიანმა არგენტინის კორდობის პროვინციიდან ჩამოსული ბიზნესდელეგაცია მიიღო

რომში სომხეთ-იტალიის თავდაცვითი კონსულტაციები გაიმართა - ხელი მოეწერა 2027 წლის თანამშრომლობის პროგრამას