სომხეთმა და რუსეთმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიმდინარე დინამიკა განიხილეს
1 წუთი კითხვის

სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა, რუსეთის ფედერაციაში ვიზიტის ფარგლებში, რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრ ანტონ ალიხანოვთან შეხვედრა გამართა.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიმდინარე დინამიკა, სამრეწველო კავშირების გაფართოებისა და საინვესტიციო პროექტების სტიმულირების საკითხები განიხილეს.
მხარეებმა აზრები გააზიარეს ორმხრივი ინტერესის მქონე სხვა აქტუალურ თემებზეც.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა მზადყოფნა კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელების თაობაზე, რაც მიზნად ისახავს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებისა და სამრეწველო სფეროში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.