მირზოიანმა ნახევარგამტარებისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ლითონების მიწოდების ახალ ჯაჭვებში სომხეთის როლს გაუსვა ხაზი

3 წუთი კითხვის

სომხეთს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, გახდეს მიწოდების ახალი მარშრუტებისა და ლოგისტიკური გზების ერთ-ერთი საკვანძო ჰაბი. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას კრიტიკულად მნიშვნელოვანი წიაღისეულისა და იშვიათი მინერალების მოპოვებისა და გადამუშავების სფეროში სომხეთსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის თაობაზე.

მან აღნიშნა, რომ ეს სფერო სომხურ-ამერიკულ ურთიერთობებში ახალი მიმართულებაა.

„რაც შეეხება კრიტიკულად მნიშვნელოვანი წიაღისეულისა და იშვიათი მინერალების მოპოვებისა და გადამუშავების სფეროს, თქვენ მართალი ბრძანდებით - ეს სრულიად ახალი დარგია, სადაც შეერთებული შტატები და სომხეთი თანამშრომლობას იწყებენ“, - განაცხადა მირზოიანმა.

მისი თქმით, გასული წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმების შემდეგ, სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობამ სწრაფი განვითარება დაიწყო.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეახსენა ინფრასტრუქტურის, „TRIPP“ პროგრამის, ენერგეტიკის, ხელოვნური ინტელექტისა და ნახევარგამტარების სფეროებში მიღწეული შეთანხმებები და განსაკუთრებით გამოყო ამერიკული კომპანია NVIDIA-ს მონაწილეობით მიმდინარე პროცესები, რომლებსაც, მისივე თქმით, მნიშვნელოვანი როლი აქვს „Firebird“ კომპანიისთვის.

მირზოიანმა ასევე აღნიშნა, რომ დასრულდა მოლაპარაკებები „123 შეთანხმების“ ტექსტზე, რაც შესაძლებლობას მისცემს მხარეებს, დაიწყონ თანამშრომლობა ბირთვული ენერგეტიკის სფეროში.

მისი განმარტებით, ახლა პარტნიორობის ახალ განზომილებად იშვიათი ლითონების სექტორიც ყალიბდება.

„ეს იშვიათი ლითონები უკიდურესად მნიშვნელოვანია ძალიან კონკრეტული პროდუქტების, მაგალითად, ჩიპებისა და ნახევარგამტარების წარმოებისთვის. ჩვენ ახლა ვცდილობთ, ერთიანი, მთლიანი ჯაჭვი შევკრათ“, - თქვა მინისტრმა.

მირზოიანის შეფასებით, მსოფლიოში ამჟამად მძაფრი კონკურენცია მიმდინარეობს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ლითონების, ნახევარგამტარების, ხელოვნური ინტელექტისა და მიწოდების ახალი ჯაჭვების გარშემო.

„სომხეთის რესპუბლიკას ამ მომენტში ნამდვილად აქვს ისტორიული შანსი, აღმოჩნდეს მიწოდების ამ ახალ მარშრუტებზე და გახდეს ამ გზებისა თუ ლოგისტიკური დერეფნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვანძი“, - განაცხადა მინისტრმა.

უფრო ადრე, სომხეთმა და აშშ-მა ხელი მოაწერეს ჩარჩო მემორანდუმს კრიტიკულად მნიშვნელოვანი წიაღისეულისა და იშვიათი მინერალების მოპოვებისა და გადამუშავების სფეროში მიწოდების უზრუნველყოფის შესახებ. მემორანდუმი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ერევანში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.

 

 
 

 

 

ქართული English Français Հայերեն Русский Türkçe 中文

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ჩეხეთის ელჩმა ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ და საფრანგეთის ელჩმა რიგი საკითხები განიხილეს

სომხეთ-თურქეთის მოწესრიგების პროცესი გადამწყვეტად მიიწევს წინ - ნიკოლ ფაშინიანი

ნიკოლ ფაშინიანმა და ირაკლი კობახიძემ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხები განიხილეს

მირზოიანი და ბაირამოვი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო და სატრანზიტო თანამშრომლობას მშვიდობის სარგებლის პრაქტიკულ მაგალითად მიიჩნევენ

სომხეთში ელოდებიან კონფლიქტის შედეგად აზერბაიჯანში უთავისუფლოდ აღმოჩენილი სომხების დაბრუნებას: ნიკოლ ფაშინიანმა გაეროში განცხადება გააკეთა

TRIPP-ის განხორციელება საშუალებას მისცემს არა მხოლოდ სომხეთს, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიას, გახდეს მშვიდობის გზაჯვარედინი: ფაშინიანის გამოსვლა გაეროს მაღალი ტრიბუნიდან

სომხეთი ერთადერთი ქვეყანაა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გარეშე, რომელიც საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლების ეკონომიკურ პრივილეგიას იღებს:

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესში შეთანხმების მიღწევისთვის ყველა საჭირო პირობა არსებობდა - ვიტკოფი

სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობა სწრაფად ვითარდება და უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე - ურსულა ფონ დერ ლაიენი