აზერბაიჯანის ტერიტორიით სომხეთში სასუქით დატვირთული 10 ვაგონი იგზავნება
1 წუთი კითხვის

აზერბაიჯანის ტერიტორიით სომხეთში რუსული სასუქით დატვირთული 10 ვაგონი გაიგზავნება.
ამის შესახებ იუწყება „არმენპრესი“ აზერბაიჯანულ სააგენტო APA-ზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, დღემდე რუსეთიდან სომხეთში აზერბაიჯანის ტერიტორიით გადაზიდულია 25 000 ტონაზე მეტი მარცვლეული, 1 600 ტონაზე მეტი სასუქი და 68 ტონა წიწიბურა.
ტრანზიტული გადაზიდვების გარდა, აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების ექსპორტიც ხორციელდება.