სომხეთისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციების ხელმძღვანელები ფიფა-ს პრეზიდენტს შეხვდნენ

1 წუთი კითხვის

სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი არმენ მელიქბეკიანი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ფიფა-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს შეხვდნენ.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია იუწყება.

ჯანი ინფანტინოსთან საუბრისას, სომხეთისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტებმა აღნიშნეს, რომ 2029 წლის მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძლობა უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა.

ორი ქვეყნის საფეხბურთო უწყების ხელმძღვანელებმა მადლიერება გამოხატეს ფიფა-ს საფეხბურთო ოჯახის მიმართ სომხეთისა და საქართველოსადმი გამოცხადებული მაღალი ნდობისთვის. შეხვედრისას მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, გააერთიანონ ძალისხმევა და პოტენციალი მაღალი დონის საფეხბურთო ტურნირის ორგანიზებისთვის.

არმენ მელიქბეკიანმა და ლევან კობიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ორივე ქვეყანა მოწადინებულია, 2029 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ნამდვილ საფეხბურთო დღესასწაულად აქციოს, რომელიც გამორჩეული იქნება მაღალი დონის ორგანიზებითა და სტუმართმოყვარეობის განსაკუთრებული ატმოსფეროთი.

ქართული العربية English Español Français Հայերեն Русский Türkçe

„Convergence Armenia Forum“-ის პირველი კონფერენცია

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესს შეეხნენ

არამ ასატრიანის შესახებ ფილმის გადაღების სამუშაოები

იმედი მაქვს, რომ ძალიან ახლო მომავალში ეს პროექტი რეალობად იქცევა -სიუნიქის გუბერნატორი TRIPP-ის დაწყების შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტმა TRIPP პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა

სომხეთისა და მონტენეგროს თავდაცვის მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს

ნიკოლ ფაშინიანმა მიმართვით TRIPP პროექტის დაწყება გამოაცხადა

TRIPP პროექტის განხორციელების ოფიციალური დაწყება

სომხეთს მონტენეგროს თავდაცვის მინისტრი ეწვია

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიმართვით გამოდის