მოჭიდავე ვაზგენ თევანიანი მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა
1 წუთი კითხვის

სომხეთის თავისუფალი სტილით ჭიდაობის ნაკრების წევრი ვაზგენ თევანიანი მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
„არმენპრესის“ ცნობით, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე თავისუფალი სტილით ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატის 65 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ვაზგენ თევანიანი აშშ-ის წარმომადგენელ ბო ბასეტს დაუპირისპირდა.
თევანიანი ანგარიშით 1:9 დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა.