თბილისში სომხეთისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციების დელეგაციები შეხვდნენ
1 წუთი კითხვის

თბილისში სომხეთისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციების დელეგაციები შეხვდნენ.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
მხარეებმა 2029 წლის ფიფა-ს 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ერთობლივად ჩატარების მოსამზადებელი და ორგანიზაციული საკითხები განიხილეს.
„განვიხილეთ თანამშრომლობის დაწყება და ჩვენი ქვეყნების საუკეთესოდ წარდგენის გზები. მომდევნო შეხვედრას ოქტომბერში, უკვე სომხეთში გავმართავთ და ფიფა-ს წარმომადგენლებს ვუმასპინძლებთ. იმ დროისთვის გვექნება შემდგომი ნაბიჯების მკაფიო გეგმა“, - განაცხადა სფფ-ის გენერალური მდივნის მოადგილემ, ტათევიკ ასატრიანმა.