სომხეთის თავდაცვის მინისტრი ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს შეხვდა
1 წუთი კითხვის

სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ აბდოლრაჰიმ მუსავის შეხვდა.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. „შეხვედრის განმავლობაში განვიხილეთ თავდაცვის სფეროში სომხეთ-ირანის თანამშრომლობისა და რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არაერთი საკითხი“, - დაწერა პაპიკიანმა.
სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ირანში ოფიციალური ვიზიტით 23 თებერვალს გაემგზავრა. 24 თებერვალს სურენ პაპიკიანი ასევე შეხვდა ირანის თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის მინისტრს, ბრიგადის გენერალ აზიზ ნასირზადეს.