ნიკოლ ფაშინიანმა კათოლიკოსის გადაყენების მექანიზმი წარმოადგინა

2 წუთი კითხვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის შეფასებით, კათოლიკოს გარეგინ მეორის გადაყენების პროცესი უნდა იყოს უმტკივნეულო, ქრისტიანული შემწყნარებლობითა და სიყვარულით გამსჭვალული․

როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა, იმ კომენტარის საპასუხოდ, რომ სრულიად სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ მეორე არ აპირებს თანამდებობის დატოვებას․

„ჩვენ ვაპირებთ ისე მოვიქცეთ, რომ მან შეცვალოს თავისი განზრახვა. სერჟ სარგსიანსაც არ ჰქონდა წასვლის განზრახვა, თუმცა იძულებული გახდა დაეტოვებინა თანამდებობა. იგივე მოხდება კტრიჭ ნერსისიანის შემთხვევაშიც, ისიც იძულებული იქნება წავიდეს“, - განაცხადა ფაშინიანმა․

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 2025 წლის 10 ივნისს შესთავაზა საკოორდინაციო საბჭოს შექმნა, რომელიც აქტიურ ნაბიჯებს გადადგამს ახალი კათოლიკოსის არჩევნების ორგანიზების მიმართულებით․

მანამდე პრემიერ-მინისტრმა სრულიად სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ II და რამდენიმე მაღალი რანგის სასულიერო პირი დაადანაშაულა ცელიბატის აღთქმის დარღვევაში და აღნიშნა, რომ თუ დადასტურდება, რომ გარეგინ მეორემ მართლაც დაარღვია ცელიბატის აღთქმა და ჰყავს შვილი, ის ვერ შეძლებს დარჩეს სრულიად სომეხთა კათოლიკოსის თანამდებობაზე. ბოლო პერიოდში ნიკოლ ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ გარკვეული პირები სომხურ სამოციქულო ეკლესიას იყენებენ სომხეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული კამპანიის იარაღად․

თავის მხრივ, ეკლესიის წარმომადგენლები სომხეთის პრემიერ-მინისტრს ადანაშაულებენ ანტიკლესიურ კამპანიაში․

2026 წლის 7 იანვარს სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის რეფორმების საბჭომ გამართა თავისი პირველი სხდომა․

 

ქართული English Español Հայերեն

განმარტება ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის გაქცევისა და დაკავების ფაქტზე - შემოსავლების სახელმწიფო კომიტეტი

ედუარდ ჰაკობიანმა ბრიუსელში სომხეთსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის განვითარება განიხილა

თურქეთში, სომხეთის საზღვართან, რკინიგზის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება

მირზოიანსა და ბაირამოვს შორის ხანმოკლე საუბარი გაიმართა

დუბლინში სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა

ფაშინიანმა და კობახიძემ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხები განიხილეს

დუბლინში სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრა გაიმართა

სომხეთისა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა გაიმართა

სომხეთი ევროკავშირის საბაჟო და საგადასახადო პროგრამებს უერთდება: რა შეიცვლება სომხურ სისტემაში

ფაშინიანმა ერდოღანთან შეხვედრა დადებითად შეაფასა