სომხეთის ნაკრებისათვის ახლა მთავარი სტაბილურობაა։ ნაირ ტიკნიზიანი

1 წუთი კითხვის

სომხეთის საფეხბურთო ეროვნული გუნდის მცველი ნაირ ტიკნიზიანი მიიჩნევს, რომ ირლანდიის ნაკრებთან შეხვედრა მნიშვნელოვანია გუნდისთვის.

„პორტუგალიასთან მატჩი მტკივნეული, მაგრამ დიდი გამოცდილება იყო. ახლა უკვე დროა იფიქროთ ირლანდიასთან თამაშზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა ირლანდიასთან მატჩი. იმედი მაქვს, რომ ის წარმატებული იქნება ჩვენთვის“, – „არმენპრესის“ ცნობით, ჟურნალისტებთან წინასამატჩო პრესკონფერენციაზე განაცხადა ტიკნიზიანმა.

ეროვნული გუნდის მცველის თქმით, სომხეთის ნაკრებმა უკვე გააანალიზა მეტოქე, თუმცა დეტალებზე ხმამაღლა არ ისაუბრებენ.

„ჩვენ გავაძლიერეთ ირლანდიასთან მატჩისთვის მზადების პროცესი. სომხეთის ნაკრებისათვის ახლა მთავარი სტაბილურობაა. იმედი მაქვს, შედეგები აუცილებლად იქნება, როცა მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში ერთსა და იმავე სპეციალისტთან ერთად ვიმუშავებთ“, – აღნიშნა მან.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში სომხეთი ერევნის ვაზგენ სარგსიანის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე ირლანდიას უმასპინძლებს. შეხვედრა დაიწყება 9 სექტემბერს, 20:00 საათზე (ერევნის დროით).

ქართული Español Հայերեն

სომხეთმა და აზერბაიჯანმა დააფიქსირეს, რომ მშვიდობის ინსტიტუციონალიზაცია უნდა მოხდეს - ვაჰან კოსტანიანი

სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში თანამშრომლობის პროგრამა გაფორმდა

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ საქართველოს იუსტიციის მინისტრი მიიღო

აზერბაიჯანში დაგეგმილი ვიზიტისას ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილება - ალენ სიმონიანი

ალენ სიმონიანის ბრიფინგი „მშვიდობის ხიდის“ ინიციატივის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ

სომხეთის მთავარმა იძულებითმა შემსრულებელმა საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შემდგარი დელეგაცია მიიღო

ალენ სიმონიანი „მშვიდობის ხიდის“ ინიციატივის მონაწილეებს შეხვდა

ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს იუსტიციის მინისტრი მიიღო

სომხეთის პარლამენტში შვეიცარიასთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ახალი კონსტიტუციით მოქალაქეობის ჩამორთმევის შესაძლებლობის დებულება განმარტა