ერევანი, 4 ოქტომბერი, არმენპრესი. სამუშაო ვიზიტით სომხეთში ჩავიდა ნატო-ს საერთაშორისო სამხედრო შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი იანუშ ადამჩაკის ხელმძღვანელობით დელეგაცია. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ კომპლექსში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები სომხეთის თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-ლეიტენანტ ედვარდ ასრიანთან და სომხეთის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ლევონ აივაზიანთან.
„არმენპრესის“ ცნობით, შეხვედრების დროს განიხილეს ფართო საკითხები, კერძოდ, ყურადღება გამახვილდა სომხეთსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობის მიმდინარე პროცესზე და მისი განვითარების შესაძლებლობებზე. გამოიკვეთა თანამშრომლობის უფრო მიზანშეწონილი მიმართულებები.
სომხურმა მხარემ წარადგინა შეიარაღებული ძალების რეფორმების მიმდინარეობა. ასევე განხილული იყო რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და გაცვალეს მოსაზრებები საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკურ განვითარებებზე.