სომხეთს ეწვია ინდოეთის ეროვნული თავდაცვითი კოლეჯის დელეგაცია
1 წუთი კითხვის

საინფორმაციო ვიზიტით 9-13 ივნისს სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება ინდოეთის ეროვნული თავდაცვითი კოლეჯის დელეგაცია, გენერალ-მაიორ სამართ ნაგარის ხელმძღვანელობით.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ 9 ივნისს დელეგაცია თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ კომპლექსში მიიღო სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილემ, შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ედვარდ ასრიანმა.
შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა კოლეჯის დელეგაციას გააცნო სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმები.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.