სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის ხელმძღვანელობით დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით კვიპროსში იმყოფება
1 წუთი კითხვის

სომხეთის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ედვარდ ასრიანი ხელმძღვანელობს დელეგაციას, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, კვიპროსის რესპუბლიკაში კვიპროსის ეროვნული გვარდიის გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ გიორგიოს ციციკოსტასის მოწვევით․
როგორც „არმენპრესი“ იუწყება სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით, 22 მაისს გაიმართა გენერალ-ლეიტენანტ ედვარდ ასრიანის საზეიმო მიღების ცერემონია, საპატიო ყარაულისა და სამხედრო ორკესტრის მონაწილეობით․
შესრულდა სომხეთისა და კვიპროსის სახელმწიფო ჰიმნები.
მიღების ცერემონიის შემდეგ სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა ედვარდ ასრიანმა და კვიპროსის ეროვნული გვარდიის გენერალური შტაბის უფროსმა გიორგიოს ციციკოსტასმა განიხილეს სომხეთსა და კვიპროსს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხი․