კავკასიის რეგიონს გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ირანისთვის: არაღჩი
1 წუთი კითხვის

ერევანი, 26 აგვისტო, არმენპრესი. კავკასიის რეგიონს ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ X-ზე თავის მიკრობლოგში დაწერა ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ, რომელიც შეეხო ბოლო დღეებში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბრებს.
دیروز و امروز همچنین وزرای امور خارجه جمهوری آذربايجان و ارمنستان در تماس تلفنی به اینجانب تبریک گفتند. منطقه قفقاز برای جمهوری اسلامی ایران اهمیت ژئوپلیتیک و راهبردی دارد. قرابتهای تاریخی، فرهنگی و جغرافیایی اهمیت گسترش روابط با کشورهای این منطقه را دوچندان کرده است.
— Seyed Abbas Araghchi (@araghchi) August 25, 2024
„ტელეფონით საუბრისას, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მომილოცეს ახალი თანამდებობა. კავკასიის რეგიონს ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხაზი გაუსვა რა ისტორიული, კულტურული და გეოგრაფიული სიახლოვის ფაქტორს, რაც ორმაგ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონთან ურთიერთობების გაფართოებას.